NATO-ს მოკავშირეებმა რუსეთს მოუწოდეს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს - სტოლტენბერგი
NATO-ს მოკავშირეებმა დღეს რუსეთს მოუწოდეს, უკან გაიყვანოს თავისი ჯარები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც ყველა ქვეყანამ უნდა სცეს პატივი.

"NATO-ს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ევროპაში რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რომელიმე ქვეყნის უფლებაზე, თავისით აირჩიოს საკუთარი გზა და NATO-ს მოკავშირეების უფლებაზე, დაიცვან ერთმანეთი"
, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები