15 თვეში უკონტაქტო პატრულირების
შედეგად გამოწერილი ჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტში 1 378 265,7 ლარი
შევიდა. „ინტერპრესნიუსის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილი სტატისტიკური
მონაცემების თანახმად, ყველაზე მცირე თანხა ბიუჯეტში 2018 წლის
აპრილში შევიდა და 8 411 ლარი შეადგინა.