სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ტრამპზე
თავდასხმის შესახებ ირაკლი კობახიძის კომენტარს გამოეხმაურა.
კობახიძემ დაწერა, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა
მეთიუ მილერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე ჟურნალისტ ალექს რაფოღლუს კითხვის
საპასუხოდ აღნიშნა, რომ ისევე როგორც აშშ-მ, ევროკავშირმაც ცხადად
თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა: