რა პროექტები შეირჩა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მარნეულში
მარნეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრმით განსახორციელებელი პროექტებისათვის მერიამ 406 000 ლარი გამოყო. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსება, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ 1 232 000 ლარს დაემატა.

2024 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოვლენი პროექტების საბოლოო ჩამონათვალი საკრებულოს სხდომაზე, დღეს 27 მარტს, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა, ლარისა გელაშვილმა წარადგინა.

საკრებულომ შერჩეული პროექტები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს პროექტების განხორცილების ნებართვა უკვე აქვს. სოფლების უმეტესობაში, (22 დასახლება) გარე განათება მოეწყობა.

გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს და დამტკიცებულ პროექტებს:

  • კასუმლო - გარე განთება
  • აღმამაედლო - გარე განათება
  • კუშჩუ - სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვა
  • ბაითალო - შიდა გზების მოხრეშვა
  • ულაშლო - შიდა გზების მოხრეშვა
  • ბეითარაფჩი - მინი სტადიონის მოწყობა
  • დამია გეურარხი - სასაფლაოს შემოღობვა
  • დამია - საბავშვო მოედნის რეაბილიტაცია
  • კიროვკა - საბავშვო სკვერის მოწყობა
  • ახლოლალო - სკოლის ეზოს შემოღობვა
  • წითელისოფელი - შიდა სარწყავი არხების მოწესრიგება
  • მეწამულა - საბავშვო სკვერის მოწყობა
  • დაშტაფა - სავარჯიშოების მოწყობა
  • მარადისი - გარე განათება
  • ზემო ყულარი - ორი საბავშვო სკვერის მოწყობა
  • ქვემო ყულარი - სავარჯიშოების მოწყობა
  • კირიხლო- საბავშვო სკვერის მოწყობა
  • ხოჯორნი - საბავშო სკვერის მოწყობა
  • ბრდაზორი - სოფელში არსებული ხიდის რეაბილიტაცია
  • გიულბაღი - შიდა გზის რეაბილიტაცია
  • წოფი - შიდა გზის რეაბილიტაცია
  • წერაქვი - გარე განათების მოწყობა
  • ჯანხო - შიდა გზების რეაბილიტაცია
  • სიონი სკოლის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა
  • ალგეთი - გარე განათების მოწყობა
  • თაზაქენდი შიდა გზების მოხრეშვა
  • საბირქენდი - სარწყავი მილის რეაბილიტაცია
  • აზიზქენდი - გარე განათების მოწყობა
  • გაჯისქენდი - შიდა გზების მოხრეშვა
  • ყიზილაჯლო - გარე განათები სმოწყობა
  • შაუმიანი - გარე განათების მოწყობა
  • აღკულა - საბავშვო ატრაქციონების მოწყობა
  • ხიხანი - არსებული სარწყავი წყლის შიდა ქსელის მოწყობა
  • ყუდრო - შიდა გზების რეაბილიტაცია
  • შულავერი -გარე განათების მოწყობა
  • იმირი - სასაფლაოს შემოღობვა
  • იმირჭალა - გარე განათების მოწყობა
  • ქვემო სარალი - შიდა გზების მოხრეშვა
  • ზემო სარალი - შიდა გზების მოხრეშვა
  • არაფლო - სკვერის გაფართოება და შემოღობვა
  • ახლომახმუდლო - სკვერის გაფართოება
  • იენიქენდი - შიდა გზების მოხრეშვა
  • სეიდგოჯალო- მოსაცდელის მოწყობა
  • ქუთლიარი - გარე განათება
  • ბაიდარი - გარე განათება
  • დიდი მუღანლო - გარე განათება
  • ხუტორლეჟბადინი - სასაფლაოზე სველი წერტილის მოწყობა
  • ლეჟბადინი - გარე განათების მოწყობა
  • კაპანახჩი - გარე განათების მოწყობა
  • მეორე ქესალო - გარე განათების მოწყობა
  • პირველი ქესალო - გარე განათების მოწყობა
  • ალგეთის მევენახება - სპორტული დარბაზის რემონტი
  • ამბაროვკა - შიდა გზების მოხრეშვა
  • ილმაზლო - მოსაცდელის მოწყობა
  • ქეშალო - შიდა გზების მოხრეშვა
  • ხანჯიგაზლო- შიდა გზების მოხრეშვა
  • კირაჩმუღანლო - გარე განათების მოწყობა
  • თაქალო - სასმელი წყლის ავზის რეაბილიტაცია
  • კაჩაგანი - გარე განათების მოწყობა
  • სადახლო - გარე განათების მოწყობა
  • ბურმა - გზის დაგება
  • თაზაქენდი - გზის დაგება
  • ხულდარა - გზისპირა არხის მოწესრიგება
  • მოლაოღლი - შიდა გზების რეაბილიტაცია
  • ოფრეთი - გარე განათების მოწყობა
  • ხოხმელი - წყაროსთან გზის საფარის მოპირკეთება
  • წერეთელი - საბავშვო სკვერის მოწყობა
  • ნორგიული - სანიაღვრე არხის კეთილმოწყობა
  • საიმერლო - სარწყავი არხის კეთილმოწყობა
  • დიდი ბეგლიარი - საბავშვო სკვერი
  • პატარა ბეგლიარი - სარწყავი სისტემის კეთილმოწყობა
  • თამარისი - სარეკრეაციო სივრცის მოწყობა
  • ახალი დიოკნისი - სასაფლაოს შემოღობვა
  • ალავარი - საბავშვო სკვერის მოწყობა
  • ჩანახჩი - შიდა გზების მოხრეშვა
  • ახკერპი - გარე განათების მოწყობა
  • ვერხვიანი - ახკერპი-ვერხვიანის დამაკავშირებელი გზის მოხრეშვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრებების/კონსულტაციების გამართვა 12 თებერვლიდან დაიწყო და 26 თებერვლს დასრულდა.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები