"სალამ"-მა იუსტიციის სახლთან თარგმნის სერვისის საჭიროებაზე აქცია-პერფორმანსი გამართა
დღს, 29 მარტს პლატფორმა "სალამმა" მარნეულში აქცია-პერფორმანსი გამართა მთარგმნელობითი სერვისის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის წევრები დილიდან შეიკრიბნენ იუსტიციის სახლის მიმდებარედ, განათავსეს მაგიდა და სკამები და მოსახლეობას უფასო თარგმნის რესურსი შესთავაზეს. როგორც რადიო "მარნეულთან" საუბრისას "სალამის" ერთ-ერთი წევრი, აითაჯ ხალილი ამბობს, მათი მიზანია სახელმწიფო უწყებებმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში თარგმნის სერვისი შექმნან, რაც მოსახლეობას კომუნიკაციას და თავიანთი საჭიროებების ხელისუფლებამდე მიტანას გაუადვილებს.

"ჩვენ, როდესაც სოფლებში დავდივართ, ძალიან ბევრი გვეუბნება, რომ ზუსტად იმის გამო ვერ წერს თავის წყლის პრობლემაზე, ან საბავშვო ბაღის საჭიროებაზე, რომ არ შეუძლია სახელმწიფო ენაზე წერა და ოფიციალურად მიმართვა. ზოგიერთ მუინიციპალიტეტებში, ადმინისტრაციაში არც არის ინიციატივა, რომ მოქალაქეს ამ შემთხვევაში დაეხმარონ. დღეს ჩვენს მოსვლამდე იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზს დავუკავშირდით და ვკითხეთ, ოფიციალურად ჰყავთ თუ არა თანამშრომელი მაგალითად ვინც დაეხმარებოდა მარნეულელელებს ვისაც ენის პრობლემა აქვთ სერვისის მიღებაში, მაგრამ გვითხრეს, რომ საქართველოში ვცხოვრობთ და შესაბამისად ესეთი რაღაცა დაუშვებელი იქნებოდა. ჩვენი მოთხივნაც და ადვოკატირების კამპანიის ერთ ერთი მიზნი არის ის, რომ იმისათვის რომ სახელმწიფო სერვისები იყოს ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის, ისეთ მოქალაქეებისათვის, ვისაც სახელმწიფო ენის პრობლემა აქვთ და სხვადასხვა პრობლემების გამო, მათ შორის განათლების სისტემის, არ იყვნენ გარიყული საჯარო სივრცეებიდან. საქმის წარმოება რომ სახელმწიფო ენაზე უნდა იყო, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვდავობთ"

პლატფორმა "სალამის" კიდევ ერთი წევრი, ბენიამინ კასიმოღლუ რადიო "მარნეულთან" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ორგანიზაცია მსგავსი სახის აქცია-პერფორმანსებს ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც გამართავს. განმარტავს, რომ ხშირად მოქალაქეეები სახელმწიფო უწყებებს ენობრივი ბარიერის გამო არ მიმართავენ. მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეებს კომუნიკაციისათვის პირობები უნდა შეუქმნას.

"მოგეხსენებათ, რომ არც მერიაში, იგივე არც სახელმწიო უწყებებში არ არის თარჯიმნის სერვისი. საქმისწარმოება, ცხადია, სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს. თუმცა არის საჭიროება, თარჯიმნის. მოქალაქეები ამ დროისთვის ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას და ვერ იღებენ უამრავ სერვისს. ამიტომ, ამით ჩვენ ერთგვარ მესიჯს ვაგზავნით, რომ არსებობს ეს საჭიროება. ჩვენ ვმუშაობთ ბოლნისში, დმანისში, რომ მერიებში მუნიციპალიტეტის ორგანოებში იყოს თარჯიმნის სერვისი"

აქცია- პერფორმანსით "სალამმა" იუსტიციის სახლის შემდეგ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები