საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 18 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო
მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების
ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 18-ს
შეადგენს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის
განცხადებით, გარდაცვალების ბოლო შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა.
„მოხდა სამწუხარო შემთხვევა, გარდაცვლილია 41 მამაკაცი.
H1N1-ის ეს შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია. გვაქვს
ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართა -
კლინიკაში გრიპის დაწყებიდან მე-6 დღეს შევიდა. ჰქონდა ერთ-ერთი
ქრონიკული დაავადება, თუმცა ამაზე კონკრეტულად ვერ
ვისაუბრებ”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე გრიპის ვირუსით
ავადობა 253-ია, რომლის უმეტესობა H1N1-ია ანუ ე.წ ღორის გრიპია.