აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ
კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით,
მნიშვნელოვანია, სამმხრივ ფორმატში შეიქნას მოლაპარაკებების პლატფორმა
აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის.
„მნიშვნელოვანია შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი
სადისკუსიო პლატფორმა სამმხრივ ფორმატში იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი
იყოს მშვიდობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა
ალიევმა პრაღაში გამართულ მრგვალ მაგიდაზე - „მშვიდობა და უსაფრთხოება
ევროპის კონტინენტზე“ - სიტყვით გამოსვლისას.