ისრაელმა ღაზაში ომი უნდა დაასრულოს, რადგან იგი მსოფლიოს დიდი
ნაწილის მხარდაჭერას კარგავს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა
პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის გაზეთ Israel Hayom-თან
ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული
იქითკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები, რადგან მიიღწეს
ის, რაც ქართველ ხალხს სურს. საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ
კუთხით“,- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ
კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით,
მნიშვნელოვანია, სამმხრივ ფორმატში შეიქნას მოლაპარაკებების პლატფორმა
აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის.