მშვიდობის უკრაინული ფორმულა არსებობს - უკრაინის, ევროპისა და
მსოფლიოს მშვიდობისთვის არსებობს
გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, - ამის შესახებ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამში“ წერს.
მისი თქმით, „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობისას ასეთი
გადაწყვეტილებების შესახებ წინადადებები წარადგინა.
„წარმოვადგინე წინადადებები ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ -
კონკრეტული და გულწრფელი. უკრაინა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს
სთავაზობს ჩვენთან ერთად იყვნენ მშვიდობის
თანაშემქმნელები“, - აცხადებს ზელენსკი,
რომელიც
მშვიდობის უკრაინულ ფორმულის დეტალებს აქვეყნებს.
„უკრაინის წინადადებები ასეთია : 1. რადიაციული და ბირთვული
უსაფრთხოება; 2. სურსათის უვნებლობა; 3. ენერგეტიკული უსაფრთხოება; 4.
ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის გათავისუფლება; 5. გაერო-ს
წესდების განხორციელება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და
მსოფლიო წესრიგის აღდგენა; 6. რუსული ჯარების გაყვანა და საომარი
მოქმედებების შეწყვეტა; 7. სამართლიანობის აღდგენა; 8. ანტი-ეკოციდი;
9. ესკალაციის პრევენცია; 10. ომის დასრულების
დაფიქსირება“, - წერს ზელენსკი.
მისი თქმითმ უკრაინა „მინსკი 3-ს“ არ დაუშვებს.
„ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს გააძლიეროს თავისი ძალები და შემდეგ
დაიწყოს ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერია. არ
იქნება „მინსკი-3“, რომელსაც რუსეთი შეთანხმებისთანავე დაარღვევს“, -
აღნიშნა ზელენსკიმ.