ბანანის რეექსპორტი თითქმის 1300%-ით გაიზარდა - რა ფასად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს
ბანანის ექსპორტი (რეექსპორტი) თითქმის, 1300%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს 2 თვეში ქვეყნიდან 1 632 ტონა (1,416 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 117.3 (124.5 ათასი აშშ დოლარის).

ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, წელს, საქართველომ 1 კგ ბანანი საშუალოდ, დაახლოებით, 87 ცენტად გაყიდა.

საქსტატის მონაცემებით, წელს ყველაზე მეტი ბანანი აზერბაიჯანში გავიდა, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 32,4% მოდის.

უფრო დეტალურად გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს 2 თვეში საქართველომ ბანანი გაიტანა:

აზერბაიჯანი - 528.9 ტონა (421.6 ათასი აშშ დოლარი)
ტაჯიკეთი - 476.01 ტონა (418.6 ათასი აშშ დოლარი)
თურქმენეთი - 383.4 ტონა (329.9 ათასი აშშ დოლარი)
უზბეკეთი - 116.4 ტონა (117 ათასი აშშ დოლარი)
სომხეთი - 85.7 ტონა (79.2 ათასი აშშ დოლარი)
რუსეთი - 42.1 ტონა (49.9 ათასი აშშ დოლარი)
რაც შეეხება იმპორტს, ზრდამ 85% შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, წელს საქართველომ 8,987 ტონა (7,623 მლნ აშშ დოლარის) ბანანი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 4,863 ტონა (4,234 მლნ აშშ დოლარი).

მონაცემების მიხედვით გამოდის, რომ წელს საქართველომ 1 კგ ბანანი, საშუალოდ, დაახლოებით, 84 ცენტად გაყიდა.

ამასთან, წელს, ორ თვეში იმპორტირებული ბანანის 99,9% ეკვადორზე მოდის. აღნიშნული ქვეყნისგან საქართველომ 8,986 ტონა (7,621 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა.

Mənbə: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები