რატომ დაიწყო 20 წლის მარნეულელმა ბიჭმა ლექსების წერა
ბავშვობაში ადამიანების უმეტესობას ლექსები და მოთხრობები იზიდავს, დროთა განმავლობაში კი მათ მიმართ ინტერესს კარგავენ. არის შემთხვევებიც, როდესაც ბავშვებში მწერლობის ინტერესი არ ქრება და პირიქით, ღვივდება კიდეც. სწორედ ასე გაუღვივდა პოეზიის მიმართ ინტერესი სოფელ ქუთლიარში მცხოვრებ 20 წლის ჰუსეინ კოხაევსაც, რომელიც ახლა ლექსებს წერს.

„პოეზიისადმი სიყვარულმა ჩემში ბავშვობიდან იჩინა თავი. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ სიტყვები, რომლებსაც ვბუტბუტებდი ერთ მშვენიერ დღეს გაერთიანდებოდა. რა თქმა უნდა, დიდია სკოლის წლების და, როგორც პოეტები ამბობენ, სიყვარულის როლი პოეზიის წერაში. ამ ღვთაებრივი ძალის, სიტყვათა შერწყმის შედეგად გაჩნდა ჩემი ლექსები. დიახ, როცა მართლა გიყვარს, უნდა გიყვარდეს სულით, ფანტაზიით, პატივითა და ღირსებით. როდესაც ვუყურებთ ჩვენი პოეტების ცხოვრებასა და შემოქმედებით ისტორიებს, ვხედავთ, რომ სიყვარული ღვთაებრივი ძალა და ცხოვრების აზრია. ლეილისა და მაჯნუნის, ფარჰადისა და შირინის, ასლისა და კარამის ეპოსები, რომლებიც ყველა პოეტს ემახსოვრება, არის პოეზიისა და სიყვარულის წყარო. სკოლაში ლიტერატურისადმი ინტერესმაც აჩვენა, რომ პოეზიას დავწერდი. ჩემმა ლიტერატურის მასწავლებელმა მუსტაფაევა გულუმ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პოეზიაში. ყოველთვის ვწერდი ჩემს ლექსებს და მას ვაჩვენებდი, შემდეგ მასწავლებელი შეცდომებს ასწორებდა ხოლმე. ეს უფრო შთამაგონებდა. ჩემი ლექსების თითქმის უმეტესობა სევდიანი“

ახალგაზრდა პოეტი ამბობს, რომ თავს ვალდებულად გრძნობს დაწეროს თავისი ხალხისა და ერისთვის. მისი თქმით, მომავალში თავისი ლექსების წიგნის სახით გამოცემას გეგმავს.

„როგორ შეიძლება, არ წერდე ბორჩალის (ქვემო ქართლის) როგორც სამოთხის კუთხის ულამაზეს ბუნებაზე, ცივ წყაროებზე, ვარდებსა და ყვავილებზე. ვფიქრობ, ჩემი ლექსები წიგნის სახით გამოვაქვეყნო. ვფიქრობ, მეტი ინტერესი უნდა იყოს პოეზიისა და ხელოვნების მიმართ. ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა წეროს და შექმნას. იმიტომ, რომ გვყავდა ისეთი პოეტები, როგორიც არის ზალიმხან იაკუბი, თაჰლალი ნოვრუზი, პოეტი აღაჯანი, რომლებიც ყველას ახსოს. ახალგაზრდა თაობაზეა დამოკიდებული, გავაცოცხლოთ სიტყვის ხელოვნება, რომელიც მათ დაგვიტოვეს. მე სულ ვამბობ „ბორჩალო ზელიმხანის გარეშე“ წარმოუდგენელია. ჩვენი უკვდავი პიროვნება ზელიმხან იაკუბი ასე გავიხსენოთ“.

20 წლის პოეტის თქმით, ყველაზე დიდი ოცნება უმაღლესი განათლების დასრულება, შემდგომ კი სათანადო სამსახურის პოვნაა.

„ვფიქრობ, რომ სამომავლო ოცნებებს განვახორციელებ. ვიცი, რომ ბევრი ახალგაზრდაა, ვისაც სიტყვა და პოეზია აინტერესებს. მაგრამ არ არსებობს ბიძგი. ჩემი მეგობარი, რომელიც ლექსებს წერს, რასულ ბაირამოვი ბოლნისის რაიონის სოფელ კაპანახჩიდან არის. მე და რასული ერთი ასაკის ვართ, დიდი ინტერესით ვკითხულობ მის ლექსებს. საინტერესო საუბრებიც კი გვქონდა ინტერნეტით. ჩემს მეგობარს რასულს ვუსურვებ წარმატებებს პოეტურ ცხოვრებაში. და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა პოეტებმა უნდა ისაუბრონ ახალგაზრდებთან, მისცენ რჩევები და მოაწყონ შეხვედრები. ასევე, სკოლის მასწავლებლებს ვთხოვდი, ნიჭიერი ახალგაზრდები ლიტერატურისკენ მიმართონ“.

აღსანიშნავია, რომ ჰუსეინ ფარვიზ ოღლუ კოხაევი 2004 წლის 9 დეკემბერს სოფელ ქურთლიარში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის წლები ოჯახთან ერთად აზერბაიჯანში გაატარა, გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მან საშუალო განათლება ჰასან ხეირზადეს სახელობის ქუთლიარის საჯარო სკოლაში მიიღო. კოხაევმა სკოლა 2022 წელს დაამთავრა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ამჟამად სწავლობს ამავე უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქიმიის მიმართულებით.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები