ნუცა ბუზალაძის ევროვიზიის სიმღერა და ვიდეოკლიპი გამოქვეყნდა
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, ნუცა ბუზალაძის სიმღერა და ვიდეოკლიპი გამოქვეყნდა.

საქართველოს საკონკურსო სიმღერა Firefighter დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ დაწერეს. ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ.


„პირველი არხის“ ცნობით, კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები