მარნეულის კულტურის ცენტრი სამგზავრო/სატვირთო საშუალების დაქირავებას 35 000 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება „კულტურის ცენტრი“ შემოქმედებითი ჯგუფების, ანსამბლების, მის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიებების მონაწილეების და გასვლით ღონისძიებებზე მონაწილეობის მიღებისათვის მგზავრთა გადაყვანასა და დეკორაციების გადატანისათვის სამგზავრო/სატრანსპორტო საშუალებების დაქირავებას გეგმავს.

მარნეულის კულტურის ცენტრმა სამგზავრო/სატრანსპორტო(სატვირთო) საშუალებების მძღოლთან ერთად დაქირავებისათვის ტენდერი 23 თებერვალს გამოაცხადა.

„მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამგზავრო ტრანსპორტით(მიკროავტობუსით) მგზავრების გადაადგილება, ქ. მარნეულიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად, 14 000 კილომეტრის ფარგლებში მიკროავტობუსების მომსახურება და 2 500 კილომეტრის ფარგლებში სატვირთო(დეკორაციების გადატანის მიზნით) ავტომობილის მომსახურება“. - აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში

კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა პირმა, დავით ბრაჭულმა, მიიღო. მან კულტურის ცენტრს მომსახურების შესრულება 35 000 ლარად შესთავაზა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, დავით ბრაჭულის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ის ვალდებული იქნება კულტურის ცენტრს მომსახურება გაუწიოს ხელშეკრულების დადებიდან კილომეტრაჟის ამოწურვამდე. ამ ეტაპზე ტენდერში მონაწილე კომპანიის შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები