სოფელ კასუმლოში ნოვრუზ ბაირამის დადგომასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა (ფოტო)
12 მარტს სოფელ კასუმლოში ნოვრუზ ბაირამის დადგომასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მონაწილეობას იღებდნენ სოფლის მაცხოვრებლები და სტუმრები.

ღონისძიება კასუმლოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ცენტრიდან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ზეიმზე ძველი ადათ-წესები გააცოცხლეს.

„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კოცონი, ჩვენი უძველესი ტრადიციებისა და ნოვრუზის სიმბოლო, სხვადასხვა ტკბილეულით შემკული სადღესასწაულო ხონჩები და ჩვენი ეროვნული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები. დღესასწაულის მთავარი პერსონაჟების კოსას და კეჩელის სპექტაკლებმა განსაკუთრებული სიამოვნება მიანიჭეს ზეიმს. ცენტრის წევრების სიმღერები და ცეკვები მონაწილეებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნეს. ჩვენ, კასუმლოს ახალგაზრდული ცენტრის კოლექტივი ყველას გილოცავთ. გისურვებთ კეთილდღეობას თქვენს ოჯახს და მშვიდობას ჩვენს ხალხს“. - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში

აღსანიშნავია, რომ 12 მარტს ქარის ჩერშენბე აღნიშნეს. 19 მარტს კი ბოლო - მიწის ჩერშენბე აღენიშნება. ნოვრუზ ბაირამი კი 21 მარტს გაიმართება.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები