გარდაბნელმა პოეტ-მწერალმა აზერბიაჯანში ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა
გარდაბნელმა პოეტ-მწერალმა აზერბიაჯანში ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა. „არა, ოჯახში ძალადობას!“ - ამ თემაზე იყო ორგანიზებულ კონკურსი, სდაც აზერ მუსაოღლიმ მოთხრობა „ფიდანი“- თ მიიღო მონაწილეობა.

აზერ მუსაოღლუ რადიო მარნეულთან საუბრისას აცხადებს, რომ გასული წლის მსგავსად კონკურსში მონაწილეობა უდიდესი სურვილით გამოთქვა.

“ჟურნალი „ულდუზის“ (ვარსკვლავი) ფეისბუქ გვერდზე ვნახე კონკურსი გამოაცხადეს და მონაწილეობისთვის ჩემი მოთხრობა გავუგზავნე. რა თქმა უნდა, გამარჯვებულის სტატუსი ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. სიყვარულით შესრულებული შრომის დაფასება, დაჯილოდვება უფრო თავდაჯერებულს ხდის ადამიანს და შენს თავს უფრო მეტად ენდობი. უფრო მეტ მოტივაციას გაძლევს. ამავდროულად უფრო კარგად წერის, გამარჯვებულის სტატუსის შენარჩუნების პასუხისმგებლობა ემატება ამას“.

კონკურსში საქართველოდან მხოლოდ აზერ მუსაოღლუმ მიიღო მონაწილეობა.

„მოთხრობის კონკურსებში რამდენიმეჯერ მივიღე მონაწილეობა. ყოველ ჯერზე ფინალში, ათეულში ან ოცეულში ვიყავი. როცა შენი მოთხრობა ასობით მოთხრობას შორის ათეულში, ოცეულში ხვდება ჩემი აზრით ესეც დიდი წარმატებაა“.

მუსაოღლუ აცხადებს, რომ მომავალშიც აპირებს მსგავს კონკურსებში მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და რეფორმების ცენტრმა და აზერბაიჯანის მწერალთა კავშირმა ჟურნალ "ულდუზთან" თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული მოთხრობის კონკურსის გამარჯვებულები 13 მარტს გამოვლინეს. „არა ოჯახში ძალადობას! ღონისძიების თემაზე ორგანიზებული კონკურსის ყველა ფინალისტი გამოცხადდა გამარჯვებულად: არიფ რაჰიმოვი („ნაზი და მყიფე არსება“), აზერ მუსაოღლუ („ფიდანი“), ფატიმა ბაირამოვა („დახურულ კარს მიღმა“), მაია იმრანი („ჰუმაი ათაბაი“), რაშიდ ბარღუშადლი („ოტიტი“), შაფა ველი („რეპორტაჟი ვოლიერიდან“), ზემფირა მაჰარამლი („ოჯახი შენი ტაძარია“).

აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის კლუბ „ნატავანში“ გამართულ ღონისძიებაზე გამარჯვებულებს დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. სამომავლოდ იგეგმება მსგავსი კონკურსების გაგრძელება და არჩეული მოთხრობების ცალკე წიგნის სახით გამოცემა. კონკურსი „გაზეთის 525-ე“ საინფორმაციო მხარდაჭერით გაიმართა.

უნდა აღინიშნოს, რომ აზერ მუსაოღლუ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი იყო. 2020 წელს ისინი რამდენიმე მსახიობთან და დირექტორის მოადგილესთან ერთად გაათავისუფლეს. ის ამჟამად გაზეთ „იენი იოლის“ რედაქტორია. აზერ მუსაოღლუ არაერთი ლექსისა და მოთხრობის ავტორია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები