ელნურ ველიზადეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირველ ათეულშია (ვიდეო)
თეატრი ერას მსახიობის ელნურ ველიზადეს მიერ გადაღებული ფილმი სახელწოდებით „წყალი სიცოცხლის წყაროა“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში იღებს მონაწილეობას. მისი ფილმი უკვე საუკეთესო ათეულთა შკრისაა. თეატრის მსახიობი და მხატვრული ხელმძღვანელის მოადგილე ელნურ ველიზადე რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებს, რომ კონკურსის შესახებ თეატრის მხატვრული ხელმძღვანელის, ანარ რაფიგოღლუსგან გაიგო.

„თეატრალურ საქმიანობასთან ერთად როგორც ერა ფილმის/კინომოტოგრაფიის სფეროშიც ახალ საქმეებს ვაკეთებთ. ესეც ახლო მომავალში დაგეგმილი გეგმებიდან ერთ-ერთი იყო. მოკლემეტრაჟიანი ფილმი კი კონკურსისთვის შესაბამისი იყო. კონკურსში გავაგზავნეთ. ამავდროულად, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია ჩვენი ძირითადი მიზნებიდან ერთ-ერთია. ათეულში მოხვედრა ერთი ნაბიჯით გვაახლოებს ამ მიზანთან“.

ველიზადეს თქმით, ის ადრეც იღებდა ფილმის კონკურსებში მონაწილეობას და მას გამოცდიელბა აქვს ამ სფეროში.

„მე პირველად თეატრი ერას ფილმის კონკურსში მივიღე მონაწილეობა. მაშინ თეატრის წევრი არ ვიყავი. კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული მე გავხდი და ამის მერე ერას ოჯახის ერთი ნაწილი გავხდი. ამ პროექტში ახლო მეგობრები ბოლომდე იყვნენ ჩემს გვერდით. ეს მხარდაჭერა ჩემთვის ბევრი რამე იყო. ჩემს მხარდაჭერებს ანარ რაფიგოღლუს, ნიჯათ ჰუსეინოვს, ელვინ ხანბაბაევს, სეიმურ მარდალიევს, ყურბან ველიევს და რუსლან ისმაილოვს ვუხდი მადლობას. მომავალი გეგმებიდან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება საერთაშორისო კონკურსებში, ფილმის ფესტივალბში ქვეყნის წარდგენა. რამდენიმე დღეში მაყურებელმა ერთიანობა გვაჩვენეს. კონკურსის შედეგები 29 მარტს იქნება ცნობილი და ამჟამად ყველაზე წინ ვართ“.

კონკურსის პირობების მიხედვით, ერთი გამარჯვებული ჟიურის მიერე მოერე კი 29 მარტს 23:59 საათადე „თბილისის სპორტის და ახალგაზრდობის ცენტრის“ ფეისბუქ გვერდზე ფილმების/ვიდეოების მოწონების მიხედვით შეირჩევა.

„წყალი სიცოცხლის წყაროა“ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გუნდი:
  • იდეის ავტორი: ანარ რაფიგოღლუ
  • რეჟისროსი/მსახიობი: ელნურ ველიზადე
  • ოპერატორი: ნიჯათ ჰუსეინოვი, სეიმურ მარდალიევი.
  • ფოტოგრაფი: ყურბან ველიევი
  • სტილისტი: ელვინ ხანბაბაევი
  • დამხმარე: რუსლან ისმაილოვი


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები