ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანულმა არმიამ სოფელ მადაგიზში დროშა აღმართა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფებმა სოფელ მადაგიზზე კონტროლი დაამყარეს.

„დღეს აზერბაიჯანულმა არმიამ მადაგიზში დროშა აღმართა. მადაგიზი ჩვენია. ყარაბაღი აზერბაიჯანია“, – წერს ილჰამ ალიევი.

მადაგიზი სომხური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ძალების დაშორიშორების ხაზთან მდებარე დასახლებაა.

სომხურ მხარეს ილჰამ ალიევის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეტაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს დაიწყო.



Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər