სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პუბლიკაციის ბავშვები და მოზარდები
საქართველოში მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს აბორტი 18 წლამდე
ასაკის 83 არასლუწლოვანს გაუკეთდა. 2021 წელს აბორტების რიცხვი
არასრულწლოვნებში 70 იყო.
ამავე მონაცემებით, 2022 წელს 15-29 წლის ქალებში საქართველოში 6 671
აბორტი გაკეთდა, მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით 1010-ით
შემცირდა.
საქსტატის ცნობით, 2022 წელს საქართველოში დაიბადა 441 ბავშვი,
რომელთა დედები 18 წლამდე
ასაკის მოზარდები არიან. ეს მონაცემი
შემცირებულია წინა წელთან შედარებით, როდესაც 18 წლამდე დედების
გაჩენილი ბავშვების რიცხვი 490 იყო.
ამავე მონაცემებით, 2022 წელს 25 წლამდე ასაკის მოსახლეობაში
განქორწინების რიცხვი ქალებში 920-ია, ხოლო მამაკაცებში - 365.
მაჩვენებლები წინა წლის მონაცემებთან შედარებით ქალებში 160-ით
გაიზარდა, ხოლო მამაკაცებში - 47-ით.