7 - 8 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი
აღინიშნოს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერი +16, +21 გრადუსამდე
გათბება, ხოლო 9 იანვრიდან კვლავ შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 8-9 იანვარს დღისით +10,
+15 გრადუსი დაფიქსირდება.
„თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა
დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7-8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო
9 იანვრიდან გაწვიმდება და აცივდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 7-8
იანვარს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +18, +20
გრადუსი იქნება, 9 იანვრიდან კი გაწვიმდება და აცივდება. დასავლეთ
საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი,
ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 7-8 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი,
ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება, 9 იანვრიდან კი
ნალექიანი ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7-8
იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 9 იანვრიდან
მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 9 იანვარს ზოგან ნალექიანი
ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი
დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 9 იანვარს ზოგან
გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსია
მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 7-8 იანვარს უნალექო ამინდი
იქნება, ხოლო 9 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს
მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო) 7-8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 9 იანვარს მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი
დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.