სამხრეთ აფრიკაში ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა 45 ადამიანი, დაშავდა ერთი 8 წლის გოგონა
სამხრეთ აფრიკაში, ლიმპოპოს პროვინციაში, ავტობუსი ხეობაში გადავარდა, რის შედეგადაც 45 ადამიანი დაიღუპა და ერთი 8 წლის გოგონა სერიოზულად დაშავდა. გადარჩენილ გოგონას საავადმყოფოში მკურნალობენ.

ავტობუსის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ხიდიდან გადაუხვია, დამცავი ბარიერი გაანგრია და ხევში დაცემისას ცეცხლი წაეკიდა.

მგზავრები პილიგრიმები იყვნენ, რომლებიც ბოტსვანას დედაქალაქ გაბორონიდან მორიას ქალაქში აღდგომის მსახურებაზე დასასწრებად მიდიოდნენ.

ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, სინდისივე ჩიკუნაგამ, რომელიც შემთხვევის ადგილს ეწვია, ავარიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მიუსამძიმრა.

მინისტრმა დაამატა, რომ მთავრობა ცხედრების სამშობლოში დაბრუნებას ხელს შეუწყობდა და ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების გამოძიებას დაიწყებდა. 

წყარო: ტაბულა

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər