კობახიძე და დარჩიაშვილი ირანში, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვას დაესწრნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად გაემგზავრნენ.

ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.

თეირანში დაუანონსებელ ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძემ თბილისში, ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა
გამოუცხადა.

ირანის და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიალზე ჩავიდნენ ტუნისის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები, კატარის ემირი შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი ტამიმი, ერაყის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ შია ალ სუდანი, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ირანში მიყოფებიან რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, პაკისტანის პრემიერი და ვიცე-პრემიერი, ჩინეთის ვიცე-პრემიერი, ევიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვები.

რაისის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ ასევე „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე და „ჰეზბოლას“ ლიდერის მოადგილე ნაიმ ქასემი. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერები ცერემონიალზე გამოჩნდნენ „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ სკანდირების ფონზე.

ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი 19 მაისს, ვერტმფრენის ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.

იბრაჰიმ რაიზი ირანის პრეზიდენტი 2021 წელს გახდა, რასაც ირანში მოჰყვა რეპრესიების გაძლიერება მოქალაქეთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდების პროტესტის სასტიკი ჩახშობა, რასაც არაერთი ახალგაზრდის მკვლელობა და სიკვდილით დასჯა ახლდა.

ირანი უკვე მრავალი წელია, საერთაშორისო სანქციების ქვეშაა და მისი ავიაცია უკიდურესად მოძველებულია, რადგან ავიახომალდებისა და მისი ნაწილების მწარმოებლებს აკრძალული აქვთ ამ ქვეყნისთვის რაიმე სახის პროდუქციის მიწოდება.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər