სადახლოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვეს

26 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს ადინისტრაციულ ერთეულში ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, ერთმანეთს შაუმიანისა და თაზაქენდის ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი შეურაცხმყოფელი ჟესტებისა და სიტყვების გამოყენების გამო მოხდა. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, შაუმიანელი ახალგაზრდის მამა, სადახლოს პოლიციის განყოფილებაში მუშაობს და ფიქრობს, რომ საჯარო მოხელის შვლის ასე მოქცევა დაუშვებელია. ადგილობრივების მოთხოვნა მამის სამსახურიდან გათავიუფლებაა.

„რადგან პოლიციელი ვარ ჩემს შვილს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს? პირიქით, პოლიციამ უნდა დაიცვას წესრიგი. გამოდის, რომ ეს მოწყობილი საქმეა. საქართველოს და სომხეთის საზღვარი ახლა ჩაკეტილია და შაუმიანელს რა უნდოდა საზღვარზე. ეს თავისი მანქანით მიდიოდა და რატომ შეაგინა? თან, ეს ყველაფერი პოლიციის წინ ჩაიდინა, რომ კამერამ დააფიქსიროს. მამამისი აქ მუშაობს, მერე დაიჭერდნენ იმ ახალგაზრდას. არეულობა უნდათ. სამი შვილი ჰყავს იმ ახალგაზრდას და რატომ უნდა იჯდეს ციხეში. მთელი შაუმიანი აქ მოვიდა ახლა. 20 მანქანა მოვიდაო ამბოდნენ. ახალქალაქში დავურეკავთო და სომხები ჩამოვლენ ერთ დღეში სადახლოელებს დახოცავენო“

სადახლოს დეპუტატი, საკრებულოს წევრი როვშან ისკენდერვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გუშინ მომხდარი შემთხვევას ეთნიკუობასთან კავშირი არ აქვს და შემთხვევა არაეთიკური ქცევის გამო მოხდა.

„არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩვენ აქ ეთნკური შუღლი ვერ დავინახეთ. ახლა მსოფლიოში ბერვი რამ ხდება. აზერბაიჯანში მომხდარ საკითხებზეც აქ მცხოვრები აზერბაიჯანლები ნერვიულობენ. მე ბევრმა ადამიანმა დამირეკა მარნეულიდან ოპოზიციიდან და სახელისუფლებო პარტიიდანაც, მადლობელი ვარ ყველასი. ყველაფერი დორზე მოვაგვარეთ. მე პირადად გავესაუბრე მათ და ვუთხარი, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და საერთო სამშობლო გვაქვს. იცით, რომ მარნეული მრავალეთნიკური რეგიონია. გუშინდელ მოვლენას ვერც წარმოვიდგენდით, მაგრამ სამწუხაროა რომ მოხდა“

ისკანდაროვის თქმით, ამჟამად ახალგაზრდას პოლიციელი მამა სადახლოდამ სხვა აგილზე გადაიყვანეს სამუშაოდ.

 

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər