მარნეულის N3 საბავშვო ბაღის მზარეულს კორონავირუსი დაუდგინდა - ბაღი დაიხურა
ქალაქ მარნეულის N3 საბავშო ბაღში კორონავირუსის დაფიქსირებული გამო, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. COVID-19 მზარეულს დაუდასტურდა, რომელიც პარლელურად მარნეულის ერთ-ერთ სამედიცნო დაწესებულებაში მუშაობს. როგორც ბაღის გამგემ, ქეთევნამ მინაძემ, რადიო „მარნეულს“ უთხრა, სააღმზრელო დაწესებულებაში ორი ჯგუფი 19 ოქტომბერს მას შემდეგ დახურეს, რაც ორ აღსარდელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბაღის სრული დაკეტვვა კი მზარეულის ინფიცირების გამო გახდა საჭირო.


„უკვე გადავეცით იმ ადამიანების სახელები, ვისაც კონტაქტი ჰქონდა მზარეულთან. მანამდე ორი ჯგუფიი რომ დავხურეთ, იმის შემდეგ ძალიან ვფრთხილობდით. გუშინ მაგალითად აბსოლუტურად ყველას ეკეთა პირბადე, ხელთათმანი, ძალიან ვფრთხილობრით, მაგრამ პასუხი მოვიდა ასეთი. ორი კვირით დავიხურეთ. ორ კვირაში ტესტირებები ჩგვიტარდება და გადაწყდება ყველაფერი. ბავშვებთან მას ისედაც არ ჰქონდა შეხება, მხოლოდ დიდებთან ჰქონდა კონტაქტი ისიც „ფორთოჩკიდან”

კორონავირუსის დადასტურების გამო, ამ ეტაპზე, დახურულია სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღიც. საბავშვო ბაღის აღმზრდელს კორონავირუსის 16 ოქტომბერს დაუდასტურდა.

ამდრომდე არ მუშაობს მარნეულში არსებული კიდევ 10 ბაღი. ისინი ელექტროღუმელების მიღების მოლოდინში არიან. მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთვის 10 ცალი ელექტრო ღუმელის შესყიდვა მერიას 24 000 ლარამდე უჯდება.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər