მარნეულის მერის მოადგილის მამის კომპანიამ ბოლო 17 თვეში მერიისგან 15 985 260 ლარის ტენდერი მიიღო
მარნეულის მერის მოადგილის, თემურ შუბითიძის, მამის კომპანიამ მარნეულის მერიისაგან 2022 წლიდან დღემდე 15 985 260 ლარი და 79 თეთრი აიღო. თემურ შუბითიძე მარნეულის მერის მოადგილე 2021 წლის დეკემბრიდან გახდა, მას შემდეგ მისი მამის, პაატა შუბითიძის, კომპანიამ მერიის მიერ გამოცხადებულ 22 ტენდერში გაიმარჯვა.

პაატა შუბითიძე შპს „ქცია“-ს 50% წილს ფლობს. სწორედ „ქცია“ იმარჯვებს მერიის მიერ გამოცხადებული, გზის დაგების, ტენდერების უმრავლესობაში. ბოლო 17 თვის განმავლობაში კომპანიამ მერიის 22 ტენდერში გაიმარჯვა.

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვა - 450 000 ლარი
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და შაუმიანის შიდა გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა - 578 800 ლარი
3. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთისა და ხოხმელის შიდა გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა - 495 291 ლარი და 37 თეთრი
4. არნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეგლიარისა და თამარისის შიდა გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა - 1 002 157 ლარი
5. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანისა და კაპანახჩის შიდა გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა - 934 984 ლარი და 19 თეთრი
6. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლომახმუდლოს, ენიქენდისა და სეიდიგოჯალოს შიდა გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა - 1 026 986 ლარი და 23 თეთრი
7. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის შიდა გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა - 895 000 ლარი
8. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის აგარაკების გზის მოასფალტების და სოფელ ცოფის მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა - 596 596 ლარი
9. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა - 310 000 ლარი
10. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის გზის და სოფელ ხიხანის შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა - 654 000 ლარი
11. ქალაქ მარნეულში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა - 783 087 ლარი
12. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდი მუღანლოს შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა - 440 055 ლარი
13. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაფჩის და სოფელ ხანჯიგაზლოს შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა - 1 040 700 ლარი
14. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპში რკ/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა - 374 969 ლარი
15. ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - 2 100 101 ლარი
16. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ კასუმლოს გზაზე ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა - 500 000 ლარი
17. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის შიდა გზების მოასფალტების და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა - 661 821 ლარი
18. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვისა და სოფელ სიონის შიდა გზებზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა - 421 660 ლარი
19. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვა - 650 000 ლარი
20. მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფ. შულავერის გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა - 1 075 000 ლარი
21. მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ დამია–გეურარხში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა - 531 053 ლარი
22. მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ სადახლოს შიდა გზების (I და II უბანის) რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - 463 000 ლარი


აღსანიშნავია, რომ თემურ შუბითიძე მარნეულის მერის მოადგილედ გახდომამდე მერიის ქონების მართვისა და მატერიალულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

პაატა შუბითიძის კომპანია „ქცია“ მარნეულის მერიის ტენდერებში ჯერ კიდევ 2011 წლიდან იმარჯვებდა. პირველი ტენდერი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო 2011 წლის 13 აპრილით თარიღდება, ხოლო ბოლო ტენდერში კომპანიამ 2023 წლის 5 აპრილს გაიმარჯვა. ამ პერიოდის მანძილზე კომპანიამ მერიის 80 ტენდერში გაიმარჯვა და ათეულობით მილიონი ლარი მიიღო.

შპს „ქცია“-ს 50% წილის მფლობელია ვლადიმერ ტყეშელაშვილიც. მისი წილის მმართველი და კომპანიის დირექტორი ქეთევან ტყეშელაშვილია. კომპანია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოშია რეგისტრირებული.

რადიო „მარნეული“


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər