მარნეულის მერიამ კონდიციონერი 5 000 ლარად შეისყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის პირველ სართულზე მოქალაქეთა მოსაცდელი ოთახისათვის კონდიციონერი გამარტივებული წესით შეისყიდა.

მარნეულის მერისათვის მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის ბესიკ სეხნიაშვილის მიერ მიწერილი მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მერიას ერთ მაღალი სიმძლავრის კონდიციონერი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე სჭირდებოდა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ კონდიციონერის შესყიდვისათვის, 5 000 ლარის ღირებულების, ხელშეკრულება გამარტივებული წესით შპს „MAGNIUM+”-თან გააფორმა. კომპანიამ მერიას კონდიციონერი პირველ თებერვლამდე უნდა მიაწოდოს.

აღსანიშნავია, რომ მანეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის შენობის პირველი სართულისა და გარე ფასადის რეაბილიტაციის სამუშაობისათვის უკვე 1 172 284 ლარი დახარჯა. აქედან, 825 900 ლარი მერიის შენობის ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისათვის, ხოლო 346 384 ლარი პირველი სართულის რეაბილიტაციისათვის დაიხარჯა.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər