მარნეულის N3 საბავშვო ბაღში მზის პანელები დაამონტაჟეს
ქალაქ მარნეულში N3 საბავშვო ბაგა-ბაღში 42 კვტ სიმძლავრის მზის ფოტოელექტრული პანელები დამონტაჟდა. მარნეულის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მზის პანელები საბავშვო ბაღში მარნეულის მუნიციპალიტეტისა და პოლონეთის გმინა კობილნიცას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დამონტაჟდა.

„ფოტოელექტრული სისტემის ტესტირება და შემოწმება უკვე დასრულებულია და სადგური გამართულად მუშაობს.
ფოტოელექტრული სისტემის ინსტალაცია პოლონეთის მხარის დაკვეთით RP Global-მა განახორციელა, რომელიც განახლებადი ენერგიის სექტორში საერთაშორისო დონის დეველოპერი და ოპერატორია“
. - აღნიშნულია მერიის განცხადებაში

მზის პანელების დამონტაჟების პროექტის ღირებულება 26 680 ევროა და სრული თანხა გმინა კობილნიცას ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადაიხადა.

განცხადებაში მარნეულის თვითმმართველობა მადლობას უხდის გმინა კობილნიცას პროექტის განხორციელებისათვის და აღნიშნავს, რომ მზის პანელები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ შუბითიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რიჩარდ გიგანმა, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის და მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს.

ფოტო: მარნეულის მერია

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər