მარნეულში ავარიის შედეგად დაზარალებული ქვეითის მდგომარეობა მძიმეა
7 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ავარიაში კიდევ ორი მანქანა მოყვა.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში განუცხადეს, რომ დაზარალებული ქვეითი თავდაპირველად მათთან გადაიყვანეს.

„ჩვენთან შემოიყვანეს დაშავებული. ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, უმძიმესი ხერხემლის ტრავმაც ჰქონდა. რეანიმაციაში ჩვენ ადგილები არ გვაქვს, დაკეტილები ვართ უადგილობის გამო და პაციენტი გუშინვე თბილისში, კლინიკა ჯერარსში გადაიყვანეს“. - განაცხადა „ავერსის“ კლინიკის მენეჯერმა

რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər