წერეთელი-საიმერლოს ავტობუსი შაუმიანში გადაიყვანეს
მარნეულის მუნციპალიტეტის სოფელ წერეთელსა და საიმერლოში რამდენიმე დღეა, რაც ავტობუსმა მოძრაობა შეწყვიტა.

ტრანსპორტი, რომელზეც მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო დამოკიდებული, სოფელ შაუმიანის სამარშრუტო ხაზზე გაუშვეს. როგორც მუნიციპალური კომპანიის ხელმძღვანელი, გიგა ჯალაღონია განმარტავს, შაუმიანის ავტობუსი გაფუჭდა, მოსახლეობა ტრანსპორტის გარეშე დარჩა და დროებით წერეთელი-საიმერლოს ავტობუსი მოემასახურება.

წერეთელ-საიმერლოში ავტობუსი მას შემდეგ გამოჩნდება, რაც შაუმიანის დაზიანებულ ტრანსპორტს შეაკეთებენ.

„საიმერლოს მოსახლეობას კერძო ტრანსპორტიც ემსახურება დიდი რაოდენობით , ამიტომ სადაც არ არის საერთოდ ავტობუსი, იქ გავუშვით, ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ. შაუმინის ავტობუსი ალბათ ერთ კვირაში შეკეთდება“ - ამბობს გიგა ჯალაღონია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს კერძო კომპანიის ტრანსპორტი წლებია ემსახურება, უმეტესი მათგანი მწყობრიდანაა გამოსული. კერძო ტრანსპორტი 70 თეთრი, მუნიციპალური კი 40 თეთრი ღირს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər