მარნეულში ფეინთბოლის ადგილობრივი ჩემპიონატი გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ფეინთბოლის ადგილობრივი ჩემპიონატი გაიმართა.

„ჩემპიონატში მონაწილეობა ახალგაზრდებმა მიიღეს. შეჯიბრს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე ესწრებოდნენ“. - აღნიშნულია მერიის განცხადებაში

მარეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ტრადიციულად, რადიო „მარნეულს“ არ შეატყობინა ფეინთბოლის ადგილობრივი ჩემპიონატის გამართვის შესახებ ინფორმაცია. ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ, სადაც მარნეულის მერი
კენან ომაროვი იღებს მონაწილეობას, ინფორმაციას მხოლოდ ღონისძიების გამართვის შემდეგ ვიგებთ, მაშნ როდესაც მერია განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფრმაციის მიხედვით, მარნეულის მერიის ხელშეწყობით ტურნირი წელს მეორედ ჩატარდა და ის ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

ფოტო: მარნეულის მერია

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər