მარნეულელი ახალგაზრდებისათვის გარემოსდაცვით ბანაკში მიღება გამოცხადდა
მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თემატურ ბანაკში მონაწილეობისთვის მიღება დაიწყო. ბანაკში მონაწილეობის მიღება მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

ბანაკში მიღება CENN-მა შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli” ფარგლებში გამოაცხადა.

„ბანაკი მიზნად ისახავს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას
გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის საკითხებზე და ახალგაზრდების მიერ ადგილობრივ თემში, გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგ სოფლის მეურნეობაზე მიმართული, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების წახალისებას“
. - აღნიშნულია CENN-ის განცხადებაში

ბანაკის მონაწილეები თემატურ სესიებსა და ვორქშოფებს შემდეგ საკითხებზე გაივლიან:
სასურსათო სისტემები;
მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs);
სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება;
კლიმატის ცვლილება;
კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა;
სურსათის ნარჩენები და სურსათის დანაკარგები;
გარემოს დაბინძურება;
მეწარმეობა სასურსათო სისტემებში;


ბანაკში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდებმა განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 31 მაისია.

ბანაკი ბულაჩაურის მწვანე ცენტრში 2024 წლის 16-დან 21 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზაციის წარმომადგენელს: სოფიკო ბაბალაშვილი – CLOAKING

ბანაკი იმართება „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli“ – პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.

რადიო "მარნეული" 

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər