სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური თანამდებობის პირების არჩევა/დანიშვნის ასაკობრივი შეზღუდვა უქმდება
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური თანამდებობის პირების არჩევა/დანიშვნის მიმართულებით არსებული ასაკობრივი შეზღუდვა უქმდება.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, რომლის გათვალისწინებით, უმაღლეს სასწავლებლების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნას 65 წელს მიღწეული პირი.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონიდან იმ პუნქტების ამოღებაც ხდება, რომლის მიხედვით, 65 წლის ასაკს მიღწევა პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძველია.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეფუძნება, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მუხლი, რომლის თანახმად, “სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნას 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც 65 წელს მიაღწია, აკადემიური თანამდებობიდან აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ განთავისუფლდება“.


კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər