ზელენსკი: მარტსა და აპრილში გაგვიჭირდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარტი და აპრილი უკრაინისთვის რთული თვეები იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ მაისის ბოლოს, ან ზაფხულის დასაწყისში რუსეთი კონტრიერიშს გეგმავს. ამის შესახებ მან სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მომდევნო თვეებში ჩვენი საქმე რთულად იქნება. რადგან აშშ-ში არის რყევები, რომლებსაც ზოგიერთ სახელმწიფოზე გავლენა აქვს. თუმცა, ევროკავშირმა შესაბამისი დახმარებით აჩვენა საკუთარი ლიდერობის შესაძლებლობა.

ჩვენ გაგვიჭირდება მარტსა და აპრილში. სხვადასხვა ტალღების პერიოდს გავივლით: პოლიტიკურს, ფინანსურსა და სხვადსხვა ზეწოლას.

რუსეთი კონტრიერიშს მოამზადებს ზაფხულის დასაწყისისთვის ან მაისის ბოლოს, თუ შეძლებენ",
- თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავად რუსების კონტრიერიშისთვისა და ბრძოლისთვის მოემზადებიან, შეიმუშავებენ საკუთარ გეგმას.

ზელენსკის თქმით, "გარდამტეხი მომენტი იქნება არჩევნები აშშ-ში", რის შემდეგაც შეძლებენ გაერკვნენ, "რა იქნება შემდეგ".

ამას გარდა, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მეტი Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ.

წყარო: ტაბულა

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər