საქართველოს ნაკრები EURO 2024-სთვის მომზადებას ავსტრიაში გაივლის
საქართველოს ეროვნული ნაკრები EURO 2024-სთვის მოსამზადებელ შეკრებას საქართველოს ნაცვლად ავსტიაში გაივლის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მიაწოდა.

იაშვილის თქმით, ამის მიზეზი ამხანაგურ შეხვედრებზე წინასწარ შეთანხმებული ნაკრებების პოზიციაა, რომლებიც ასევე გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე და თბილისში ჩამოსვლაზე უარი თქვეს.

ეროვნული ნაკრები მომზადებას 28 მაისს დაიწყებს. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით
ავსტრიაში 2 ივნისს შეიკრიბება. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 9 ივნისს, ეროვნული გუნდი ამხანაგურ შეხვედრას მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ, პოდგორიცაში გამართავს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər