ქვემო ქართლის დეპუტატებმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით წელსაც დაუჭირეს მხარი
საქართველოს პარლამენტის 83 დეპუტატს შორის, რომელბმაც მხარი რუსულ კანონს დაუჭირეს, ქვემო ქართლში მცხოვრები და მაჟორიტარი დეპუტატებიც არიან. ზაურ დარგალი და გოგი მეშველიანი საქართველოს პარლამენტში ქვემო ქართლშის მაჟორიტარული ოლქებიდან მოხვდნენ, სავალან მირზოევი კი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა - სამივე მათგანმა, 17 აპრისლ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს.

ზაურ დარგალი მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატია.

სამუშაო გამოცდილება:
2019 - 2020
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი
2017 - 2019
ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე
2014 - 2017
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში
2012 - 2013
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
2008 - 2011
მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი - პროგრამის მენეჯერი
ზაურ დარგალი 2006 -2009 წლებში ასევე მუშაობდა რადიო „მარნეულში“, მაგრამ მას ეს სამუშაო გამოცდილება პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს.

გოგი მეშველიანი - ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი

სამუშაო გამოცდილება:

2014 - 2016
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი
2005 - 2014
გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი კოორდინატორი
2001 - 2003
საქართველოს შემოსავლების სამინისტროს მარნეულის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსი
1997 - 2001
სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი
1996 - 1997
ბოლნისის რ-ის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე
1995 - 1996
საქართველოს პარლამენტის წევრის ბიურო - ბიუროს უფროსი
1994 - 1995
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებული
1991 - 1994
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ოფიცერი

სავალან მირზოევი - პარლამენტის დეპუტატი გარდაბნიდან.

სამუშო გამოცდილება:

2013 - 2016
საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე
2009 - 2013
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აღმასრულებელი სამდივნოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, მინისტრის წარმომადგენელი ეროვნულ/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში
2007 - 2008
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში, მთავარი სპეციალისტი, აპარატის უფროსი
2006 - 2007
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი


კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობიდან „ქართული ოცნების“ 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, „ხალხის ძალის“ 9 წევრმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა წევრმა. კანონპროექტის მოსმენის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები, გასული წლის მსგავსად, ახლაც ითხოვენ რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი გაიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ სავალან მირზოევმა, ზაურ დარგალმა და გოგი მეშველიანმა ამდაგვარ კანონპროექტს პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტსაც დაუჭირეს მხარი. ხოლო 10 მარტს, საქართველოს პარლამენტმა ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო - მას შემდეგ, რაც მოქალაქეების პროტესტის გამო „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტის გაწვევა მოუწია.


ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. მაშინ ზაურ დარგალმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია.

კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.

კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər