კორონავირუსს 28 წლის ბიჭი ემსხვერპლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში კორონავირუსს 28 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.

ინფიცირებული მამაკაცი მკურნალობას საგარეჯოს ჯეო-ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობის კურსს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტი 24 ქულიანი დაზიანებით და დაგვიანებით შეიყვანეს მათთან.

ახალგაზრდა ასევე იყო ჭარბწონიანი და ორი კვირის განმავლობაში ებრძოდა ვირუსს. თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər