საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოში
ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა.
დოკუმენტის საფუძველზე, ქვეყანაში Pfizer/BioNTech ბუსტერ დოზით
ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის
დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების
თარიღიდან აითვლება.
უწყებაში აცხადებენ, რომ ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს
იგივე ან სხვა ვაქცინა.
Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი,
სინოფარმი) აცრილი პირებისათვის კი ბუსტერ დოზა უნდა გაკეთდეს
ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი
ინტერვალით.
რაც შეეხება 12-15 წლის ასაკის მოზარდებს, ბრძანების Covid-19
საწინააღმდეგო PfizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება
რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12
კვირამდე ინტერვალით.