შს სამინისტრო აცხადებს, რომ
პოლიციის თანამშრომლები გორში 15-წლის მოზარდს ეძებენ. ამის შესახებ
qartli.ge-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ბავშვის გაუჩინარებასთან
დაკავშირებით, პოლიციამ ინფორმაცია დღეს დილით მიიღო.
შეგახსენებთ, მეორე დღეა გორში ოჯახის წევრები და ახლობლები მოზარდს
ეძებენ. ბიჭი შუადღეს გავიდა სახლიდან და აღარ
დაბრუნებულა.