„437 ტესტიდან 90% არის უარყოფითი“ - ზაურ დარგალი
14:00 / 09.05.2020
მარნეულის მუნიციპალიტეტში, 8
მაისს, კორონავისრუსზე აღებული 437 ტესტიდან 90% უარყოფითია.
ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის
მერმა, ზაურ დარგალმა გვითხრა და აღნიშნა, რომ დარჩენილი 10%-ის
პასუხი ჯერ ცნობილი არაა და შედეგი დღის ბოლომდე გაირკვევა.
მარნეულში, PCR ტესტირებები 6 მაისიდან ტარდება. კორონავირუსზე ტესტი
როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს, ასევე კერძო
სექტორის წარმომადგელებს ჩაუტარდათ. მათ, ვისაც ყველაზე აქტიური
კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან.
8 მაისის მონაცემებით კორონავირუსის ტესტი 1 110 ადამიანს
ჩაუტარდა.
პისიარ ტესტირება მარნეულში "ჯეო ჰოსპიტალსა" და ე.წ ძველი
საავადმყოფოს ტერიტორიაზე ტარდება.