404 შეცდომა
ყველა საკანონმდებლო აქტი ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენაზე უნდა ითარგმნებოდეს - თამაზ ნავერიანი
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ნავერიანის აზრით, პარლამენტის მიერ მიღებული ყველა საკანონმდებლო აქტი ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენაზე უნდა ითარგმნებოდეს.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა საკანონმდებლო აქტი რუსულ ენაზე ითარგმნაება. პარლამენტის აპარატმა 2006 წელს მიიღო დებულება, რომლის მიხედვითაც პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტები რუსულ ენაზე ითარგმნება.

როგორც ნავერიანმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, საკანონმდებლო აქტების რუსულ ენაზე გადათარგმნა ძველი გადმონაშთია და ის ამის მომხრე არაა.

„რუსულ ენაზე იმიტომ იბეჭდებოდა, რომ ეროვნული უმცირესობები ჩვენთან ძირითადად რუსულად სწავლობდნენ არ იცოდნენ მანამდე ქართული ენა. ამიტომ ყოფილა რუსულ ენაზე თარგმანი და ეს დღემდე ამ ფორმითაა დარჩენილი. მე მიმაჩნია, რომ ეს ასე არ უნდა იყოს“ - განაცხადა თამაზ ნავერიანმა

ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, რომ აღნიშნული დებულება შესაბამისობაში მოიყვანონ, რათა საკანონმდებლო აქტები ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენაზე ითარგმნებოდეს.

აღსანიშნავია, რომ ნავერიანის პოზიციას არ ეთანხმება ქართული ოცნების დეპუტატი მახირ დარზიევი. მან რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ყველა საკანონმდებლო აქტის აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის საჭიროებას ვერ ხედავს.

რადიო „მარნეული“

Print