რატომ გვესირცხვილება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარი - ხოლუაშვილი, პატარაია, სამხარაძე
ქალისა და კაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, განსხვავებებზე და ფიზიოლოგიაზე საუბარი, განათლების სისტემის სასკოლო პროგრამაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის ბიოლოგიის წიგნებიდან გვახსოვს. სამი გვერდი ამ საკითხებს ეთმობოდა. მასწავლებლების გადაწყვეტილებით კი, თემებს მოსწვალეებს გაკვეთილზე არ უხსნიდნენ და სახლში წაკითხვას სთხოვდნენ. წაიკითხეს თუ არა, ან რა გაიგეს , - ამაზე ყურადღების გამახვილებას პედაგოგები, სხვა გაკვეთილზე გადასვლით იცილებდნენ. საქართველოში სექსუალური განათლების თემა მოზარდებში კომპეტენტურ და აკადემიურ დონეზე რომ ისწავლებოდეს, ამაზე მსჯელობისას საზოგადოება ორად იყოფა. 

ექიმი, მეან-გინეკოლოგი, პაატა ხოლუაშვილი 30 წელია მარნეულის სამშობიაროში მუშაობს. ის, რომ ქალებს რეპროდუქციულ ჯამრთელობაზე სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს, ამაში საკუთარი პრქტიკიდან გამომდინარე გვარწმუნებს. ამბობს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობა სასიცოცხლო პროცესია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობასთან. ხშირად ადამიანები პრობლემებით უკიდურეს შემთხვევებში მიმართავენ. ხოლუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ისევ ძველ შეხედულებასთან ასოცრდება, როდესაც თვლიდნენ, რომ ბავშვმა საკუთარი სხეულის შესახებ არაფერი უნდა იცოდეს. ინტერნეტში მოძიებული მასალა კი ხშირად დამახინჯებულია და სავალალო შედეგებამდე მივყავართ .

"როდესაც დაიყო კამპანია, რომ სკოლებში ყოფილიყო სწავლება ანატომიის, ადამიანის სხეულის აგებულების, სექსუალური განათლების, ამას მე ვემხრობი და სამედიცინო კუთხით განსაზღვრა და ახსნა ახალგაზრდეისათვის, ეს სწორი მიდგომაა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ კეთდება. მე თუ მკითხავთ, ამას წინააღმდეგობას ისევ და ისევ ის ძველი პედაგოგები უწევენ. წარმოიდგინეთ, ქალი, რომელიც იწყებს სექსუალურ ცხოვრებას, სხვადასხვა პრობლემები წარმოიქმნება ხოლმე და არის დაავადებები, რომლებიც არის ანთებითი ხასიათის. უმეტეს ქალებს, რომლებიც ჩემთან მოდიან ხოლმე და სანამ არ ჩაეძიები ამა თუ იმ პრობლემის შესახებ,  მანამდე არ ამბობენ. ხშირად ნორმად მიიჩნევენ ამ ყველაფერს და თვლიან, რომ გათხოვილ ქალს ეს ასე უნდა ჰქონდეს. სანამ ძალიან ცუდად არ განხდებიან, მანამდე არ მოდიან და იწყება ხოლმე უფრო ღრმა, პათოლოგიური პრობლემები. იყო შემთხვევები, როდესაც ახალი გათხოვლი ქალები მოსულან და აზრზე არ იყვნენ რა ხდებოდა მათ თავს. მათი სასქესო ორგანოს აგებულებაც კი არ იციან და ხშირად თვლიან, რომ ეს ყველაფერი ქმარმა უნდა იცოდეს. თვითონ კი დროთა განმავლობაში ისწალის ცხოვრებისეულად."

ერთ-ერთ პლატფორმას, რომელსაც ტაბუდადებული თემები სამსჯელოდ გამოაქვს და ხშირად, ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე გვესაურებიან "ფანჯარაა". რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მონათხრობ თემებს კი კომენტარებში ხშირად ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. "ფანჯარა" "საფარის" ორენოვანი, ქართულ-აზერბაიჯანული პლატფორმაა. "საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია, რადიო "მარნეულთან" საუბარში ამბობს, რომ რეპოდუქციული ჯანმრთელობა, სამწუხაროდ, საქართველოში უგულვებელყოფილი საკითხია, რადგან ფორმალური განათლების არცერთ ეტაპზე არ ხდება საკითხის სწავლება და ხშირად ის გარყვნილებადაც მიიჩნევა.

"ხშირად ქალებს ამაზე მინიმალური ცოდნაც კი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ინფორმაციას არავინ აწვდის. არც საგანმანათლებლო დაწესებულება, არც ოჯახი, სადაც თვითონ არ გააჩნიათ ასეთი ცოდნა. სამწუხაროდ, საქართველოში ის პრაქტიკაც არ არის, რომ ექიმი დაჯდეს, ყველაფერი აუხსნას და ასწავლოს. როგორც წესი, უბრალოდ დიაგნოზირებით და მკურნალობის დანიშვნით შემოიფარგლებიან ხოლმე. შესაბამისად, უამრავ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას პირდაპირ ეხება, ქალს ცოდნა არ აქვს, ვინაიდან ამისი სწავლების კულტურა არ არსებობს"

ქალთა უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ხშირად საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე არაინფორმირებულობა ქალის კონტროლის ერთ-ერთი ბერკეტია.

"იმისათვის, რომ აკონტროლონ ქალი და მისი რეპროდუქცია, ამისათვის პატრიარქატი , რა თქმა უნდა, ცდილობს ამ ცოდნას და შესაძლებლობას ჩამოაშოროს ნებისმიერი ქალი. "საფარი" არის ქალთა ორგანიზაცია და ის მუშაობს ქალთა გაძლიერებაზე და ბლო წლებში, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და სექსუალურ განათლებაზე. იმიტომ, რომ უამრავ ძალადობას საფუძვლად უდევს არცოდნა და ქალის რეპროდუქციის კონტროლი. მაგალითად ის, რომ ადრეული ქორწინება ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის არის მავნებელი, ამის შესახებაც არ აქვთ ინფორმაცია საზოგადოებაში. ფანჯარა არის ორენოვანი (ქართულ-აზერბაიჯანული) აქვს მას ასევე შედარებით უფრო ახალი პლატფორმა ქართულ-სომხურენოვანი, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ უცირესობების ინტეგრაცია ნაკლები არის ამ ქვეყანაში და და ვინაიდან მათ ენის პრობლემა აქვთ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მათ ენაზე მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ამ პლატფორმებს პირველ რიგში აქვს საგანმანათლებლო ფუნქცია და აქცენტს ვაკეთებ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე"

ნონა სამხარაძე, მარნეულელი გენდერის სპეციალისტი ფიქრობს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობა ფართო თემაა, რომელზე საუბარიც შვილებთან და ახალგაზრდებთან ღიად უნდა შეეძლოთ მშობლებს, მასწავლებლებსა და ახლობლებს.

"არის ნაწილი ადამიანების, ვისაც მართლა არ უნდათ 12, 13, 14 წლის გოგოებს და ბიჭებს ვესაუბროთ სექსუალურ თემებზე. იმიტომ, რომ ასეთ საზოგადოებაში გაიზარდა და ამ ადამიანების გულრწფელობის მჯერა. უბრალოდ, ვისურვებდი მეტი ინფორმაცია მიიღონ და მიმღებლობა ჰქონდეთ. მეორე ჯგუფია, რომლიც ამ თემას ურთავენ იმის საწინააღმდეგოდ, რომ ევროპა ცუდია და სტერეოტიპულად ამ ჩარჩოებში სვამენ. ზუსტად ვიცი, რომ 12-13 წლიდან გოგო, ბიჭი, იწყებს ამ თემაზე საუბარს, მის ორგანიზმში ხდება ცვლილებები ეს ვიცი ექიმებისგან. ჩემი შვილი მესაუბრება როგორ დაიბადა და ვეღარ ვეტყვი , რომ"წერომ მოიყვანა". ფიზიოლოგიურად ავუხსენი,  როგოე ჩნდება დედის მუცლიდან ბავშვი და მიიღო ძალიან სწორად. მართლა ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა აუარო ამ თემას გვერდი და როგორ არ ეშინიათ, რომ ეს ადამიანები მოიძიებენ ინტერნეტში რაღაცებს, სადაც დამახინჯებულად იქნება მოწოდებული და ფსიქიკა არ დაუზიანდებათ. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, კონტრაცეფტივებზე, სახვადასხვა თავდაცვის საშუალებებზე, სექსუალურ ჰიგიენაზე და ა.შ. ოღონდ, გოგოებსაც და ბიჭებსაც თანაბრად"

რეპროდუქციული ჯანმრთელობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ორსულობა, სექსუალური გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობა, რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია, სკრინინგი და სხვა.

როგორც ზემოთ აღვნიშეთ, პლატფორმა Pəncərə/ფანჯარა-ზე, არაერთი თემა გამოქვეყნებულა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა სოიალურ ქსელში არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა თემებზე ღიად საუბარს. ფანჯარა წერს, რომ მათზე მიმდინარეობს ორგანიზებული შეტევა რადიკალურად განწყობილი ჯგუფებისგან, მათ შორის არინ საჯარო მოხელეები და გარკვეულ რელიგიურ ორგანზიეციებს მიკუთვნებული პირები. "ფანჯარა"-ს განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “საფარი”, მისი პლატფორმები, ბლოგერები და მხარდამჭერები მსგავსი ზეწოლის ქვეშ ექცევიან. ქალების გაძლიერებაზე ორიენტირებული სივრცეები ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტები რადიკალურად განწყობილი პირებისა თუ ჯგუფებისაგან. პატრიარქალური საზოაგდოების რეაქცია ამგვარია ქალებისა და გოგონების უფლებების მხარდამჭერასა და გაძლიერებაზე.



Print