ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ
პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, სამართალდარღვევის 3 ფაქტი
აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მებაჟე
ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების,
როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად,
არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონა - 278,6 გრამი) და ვერცხლის
(წონა 2124,04 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 27 833,03 ლარი
შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის
შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეებს ე.მ.-სა და
კ.მ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 9 358,23 ლარის ოდენობით
შეეფარდათ, ხოლო სამართალდამრღვევი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის
ტ.კ.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია
გავრცელებულ ინფორმაციაში.