ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის
მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა
ერთი პირის მიმართ დაიწყო.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში
- „სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც
ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად,
დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები
გამოვლინდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლების მიერ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან
კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია საქართველოს საბაჟო
საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების
დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულ იქნა ორი პირი.