სალომე ზურაბიშვილი: საქართველო ხელახლა გასაბჭოებას არ დაუშვებს!
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის X-ზე (Twitter) წერს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საზოგადოების მშვიდობიან დემონსტრაციას წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლით დაარბევს.
„სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. „სპეცნაზი” წყლისა და გაზის ჭავლით მზად არის, გადავიდეს მოქმედებაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს. დაკავებები გრძელდება. საქართველო ხელახლა გასაბჭოებას არ დაუშვებს!“,- წერს პრეზიდენტი.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები