"ჯიპა მედია ლაბის“ ფილმის ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ


„ჯიპა მედია ლაბის“ პროექტის “Docu”-ს ფილმის

ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ახალგაზრდებმა სხვადასხვა თემებზე მომზადებული ფილმებით, 17 ივლისს, ჟიურის და მონაწილეების წინაშე წარადგინეს. რადიო "მარნეულთან" საუბრისას პროექტის ადგილობრივმა მენეჯერმა სახავათ ილიასოვმა განაცხადა, რომ ფესტივალზე ახალი აზროვნების ინსტიტუტიდან სამმა, საერთო ჯამში მარნეულიდან კი ექვსმა ფილმმა გაიმარჯვა.

წარმოგიდგენთ გამარჯვებული ფილმების სიას:

1. „ოჯახ“ - აისუნ ბედიევა? სონა ორუჯოვა
2. სკოლა - მუნევერ იბადოვა, ელნურე აბდულაევა
3. შავი ოქრო - გულჩინ ისმაილოვა, ელჩინ ისმაილოვი, აიან ალიევა
4. „საზბენდი“ - შუქურ ალიევი, ნარინ მუსტაფაევა, ნათელა თაჰმაოვა, ლიამან ნაბიევა.
5. მანანა მასწავლებელი - კიუბრა ალიევა, ფიდან ალიევა
6. აქტივისტი - ქამილ მუსტაფაევა, ჯოშგუნ მამედოვი

"შავი ოქროს" ერთ-ერთი ავტორი გულჩინ ისმაილოვა რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებს, რომ მან მეგობრებთან ერთად ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემაზე საწვავის გაძვირებაზე გადაიღეს ფილმი.

„თემა დიზელის გაძვირება იყო. ეს თემა აქტუალური და გლობალურია. დღითდღე ძვირდება და ამიტომ მეგობრებთან ერთად გადავწყვიდეთ რომ გავაშუქოთ ეს თემა. წარმატებული შედეგი მივიღეთ. გამარჯვებას ველოდებით. ეს ჩვენთვის სასიხარულო იყო“.

გამარჯვებულებს საჩუქრად "ჯიპა მედია ლაბის" მიერ ტელეფონი, ტრიპოტი, კამერა , „პოვერ ბანკი“ და ყურსასმენი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი უკვე რამდენიმე წელია აშშ-ს საელჩოს მხარადჭერით ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში მულტიმედიის სფეროში ტრენინგებს ატარებს

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google