„ძალა თავისუფლებაშია! თავისუფლება კი ევროპაშია!“ - მარნეულელი აქტივისტის მიმართვა აქციის მონაწილეებს
აქციის მეშვიდე დღეს პარლამენტის წინ შეკრებილი მონაწილეები კვლავ აყენებენ მთავარ მოთხოვნას რომელიც 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ გაჩნდა. „გახარია უნდა გადადგეს“ - ესაა აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა. მეშვიდე დღეა მქალაქეებს, „თავისუფალი მიკროფონის“ მეშვეობით, შეუძლია მიმართონ პროტესტს მონაწილეებს.

ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც 26 ივნისს რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა მარენულელი აქტივისტი რაშან ზიადალიევია. „მოგესალმებით თავისუფლებისთვის მებრძოლო ხალხო“ - ასე დაიწყო გამოსვლა ზიადალიევმა, რომელმაც მარნეულელი პარლამენტარების სახელმწიფო ენის ცოდნაზე, საქართველოს ოკუპაციაზე და თავისუფლებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მოგესალმებით თავისუფლებისთვის მებრძოლო ხალხო. მე ვარ რაშან ზიადალიევი ქალაქ მარნეულიდან, იმ ქალაქიდან, სადაც არც ერთმა პარლამენტის წევრმა არ იცის ქართული ენა, სახელმწიფო ენა. ესაა დიდი სირცხვილი. აქედან მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ გვჭირდება ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში.

მეშვიდე დღეა, მეშვიდე დღეა რაც აქ ვდგავართ და ვომობთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და აგრესორი. მეშვიდე დღეა რაც აქ ვდგავართ და ვომობთ, რომ გახარია გადადგეს. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ხელისუფლება ცდილობს, რომ მშვიდობიანი აქცია დაშალოს.

დაახლეობით 100 წლის წინ, მიხეილ ჯავახიშვილი წერდა და საუბრობდა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შესახებ. დღეს, ჩვენ ვართ მიხეილ ჯავახიშვილი, ჩვენ ვართ ვაჟა-ფშაველა, ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძე, ჩვენ ვართ იაკობ გოგებაშვილი, ჩვენ ვართ 9 აპრილი. და ბოლოს, დაახლეობით 100 წლის წინ ვაჟა-ფშაველა წერდა, რომ ჩვენ გვჭირდება ძმობა, ერთობა და თავისუფლება. ასევე წერდა, რომ სადაც არ არის თავისუფლება იქ არ იქნება არც ერთობა და არც ძმობა და ამიტომ, ძალა თავისუფლებაშია! თავისუფლება კი ევროპაშია!“
- განაცხადა ზიადალიევმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე

აქციის მონაწილეების სამი მოთხოვნიდან ორი უკვე შესრულებულია. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. დარბევისას დაკავებული პირები კი გათავისუფლდნენ, მაგრამ ისინი მაინც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად არინ ცნობილნი.

დემონსტრანტები ახლა, მესამე მოთხოვნის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომისათვის აგძელებენ პროტესტს.




ადიო „მარენული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები