პლურალიზმის მხარდაჭერა და სტერეოტიპებთან ბრძოლა - მარნეულში მედიისა და სამოქალაქო ქესქტორისთვის სემინარი ჩატარდა

დღეს, 5 დეკემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თემაზე „პლურალიზმის მხარდაჭერა და სტერეოტიპებთან ბრძოლა“

შეხვედრა და სემინარი ჩატარდა. შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალქო საბჭოს და მაქს პლანკის საერთაშორისო მშვიდობის ორგანიზებით, კანონის უზენაესობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრის ძირითადი მიზანი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოში პლურალიზმის და ტოლერანტობის ღირებულებებზე დამყარებული პლატფორმის გაძლიერება, გამჭვირვალობის გაზრდა და პრობლემების მოგვარების გზების ძიებაა.

პროექტი საქართველოს სამ რეგიონში - ქვემო ქართლში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ხორციელდება. პროექტის პირველი ეტაპის გახსნა ქვემო ქართლში, მარნეულიდან დაიწყო.

პროექტის მომდევნო ეტაპი მომავალი წლიდან განხორციელდება.

 

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər