მარნეულის მერია წერეთელში, სამ ქუჩაზე, გზების დაგებას 1 100 000 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ წერეთელში, სამ ქუჩაზე, შიდა გზების დაგებას გეგმავს. მარნეულის მერიამ წერეთელში შიდა გზების დაგებისათვის ტენდერი 29 მარტს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო მონაკვეთის სიგრძე ჯამში 1 330 გრძივი მეტრია.

„საპროექტო მონაკვეთზე არსებული საფარი ასფალტბეტონისაა, არსებულ გზაზე შეიმჩნევა ბზარები, ორმოები და გარკვეულ ლოკაციებზე ჯდენები. დამკვეთის მოთხოვნის და ადგილობრივი ფაქტორების გათვალისწინებით გზაზე ეწყობა კაპიტალური ტიპის საგზაო სამოსის ორ ფენიანი კონსტრუქცია.
დამკვეთის მოთხოვნით რეაბილიტაციას ექვემდებარება სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა.
საპროექტო მონაკვეთზე მოწყობილია რკინა ბეტონის კიუვეტები რომელიც დაზიანებულია და ესაჭიროება რეაბილიტაცია“.
- აღნიშნულია წერეთელში გზის დაგების საპროექტო დოკუმენტაციაში

მარნეულის მერია სოფელ წერეთელში გზების დაგებას გეგმავს ივანე ჯავახიშვილის, ლადო ასათიანისა და გიორგი სააკაძის ქუჩების ნაწილებზე.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოების შესყიდვისათვის 1 100 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თანხის 75.21% ცენტრალური, ხოლო 24.79% ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

სოფელ წერეთელში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 14-დან 19 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər