მარნეულელი მშვილოსანი გოგო სომხეთში გამართული ტურნირიდან 3 ოქროს მედლით დაბრუნდა
მარნეულელმა მშვილოსანმა გოგომ, მირანდა საგინაძემ, სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონობა მოიპოვა. მარნეულის სპორტული სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 27 მარტიდან 1 აპრილამდე პერიოდში ერევანში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში „ზამთრის ღია ჩემპიონატი“ კადეტებს შორის, რომელშიც მირანდა საგნიძეც მონაწილეობდა.

„მირანდამ ინდივიდუალურ ასპარეზობაში, შერეულ წყვილში ვაჟთა და გოგონათა შორის, ასევე გოგონათა შორის გუნდურ შეხვედრაში, ჯამში სამი ოქროს მედალი და ჩემპიონობა მოიპოვა“. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

სპორტსკოლის განცხადებით ტურნირის ჩემპიონი და პრიზიორები შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვნდნენ.

მარნეულელი მშვილოსნის პირადი მწვრთნელი გიორგი გორდეზიანია.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər