მერია მარნეულის 8 ქუჩაზე არხების რეაბილიტაციას მეხუთედ ცდილობს
მარნეულის 8 ქუჩაზე არხების რეაბილიტაციისათვის ტენდერი მეხუთედ გამოცხადდა. ბოლო ტენდერი, რომელიც 18 მარტს გამოცხადდა, მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.

მარნეულის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სარწყავი არხების რეაბილიტაციას თავდაპირველად 387 655 ლარად გეგმავდა, თუმცა ახალ ტენდერში თანხა 84 886 ლარით გაზარდეს და სატენდერო თანხა ამ ეტაპზე 472 541 ლარს შეადგენს.

არხების რეაბილიტაციაა დაგეგმილი სოფელ წერეთელში (სკოლის მიმდებარედ), ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას, ლერმონტოვის, იაღლუჯის, თბილისის, ლაღიძის და 20 იანვრის ქუჩებზე.

ახალ ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 19-22 აპრილის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər