„კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ - მარნეულში აქცია გაიმართება
17 აპრილს, 16:00 საათზე, ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტორი ქალაქ მარნეულში გამართავს აქციას „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“

აქციის მონაწილეები მშვიდობიან მსვლელობას გამართავენ ქალაქ მარნეულის სტადიონიდან მარნეულის მერიამდე.

საზოგადოების ყურადღებას კიდევ ერთხელ მიაპყრობენ საფრთხეებს, რომელსაც „რუსული კანონი“ ქმნის.

ასევე, მოუწოდებენ ადგილობრივ ხელისუფლებას შეწყვიტონ საჯარო მოხელეების და სამოქალაქო სექტორის დაპირისპირება.

აქციის მიზანია საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər